კიდევ ერთი საშინელი ავარია რიკოთზე – არიან დაშავებულები

რიკოთის საავტომობილო გზაზე ზესტაფონის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.