გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.
ამ ეტაპზე, უცნობია მკვლელობის სავარაუდო მოტივი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ფაქტის გამო შოკში არიან. მოკლული ქალი ძალიან კარგი პიროვნება იყო. სახლში რემონტი ჰქონდათ, ერთ-ერთი მოკლული მამაკაცი სწორედ რემონტის გაკეთებაში ეხმარებოდა.
სოფელ ახაშენში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
“ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოკლულს ერთი შვილი დარჩა.