28 წლის გოგო, იუსტიციის სამინისტროს შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა – შემთხვევის დეტალები

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსგავს შემთხვევებზე, როგორც წესი, გამოძიება აღნიშნული მუხლით იწყება და შემდეგ ის შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

ქალი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო.