შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
კირჩხიბი და სასწორი. კირჩხიბის ემოციური და ეჭვიანი ბუნება, ტრავმირებულია სასწორის სოციალურობით და კომუნიკაბელურობას, რომელიც ამ ნიშანს ზოგადად ახასიათებს, კირჩხიბი ხშირად აღიქვამს როგორც ღალატის წინაპირობას.
მერწყული და თევზები. ამ წყვილში უმთავრესი პრობლემა მერწყულის ემოციური სიცივე და თევზების ეგოიზმია. წყლის ნიშნები გადამეტებულ ყურადღებასა და სითბოს ითხოვენ პარტნიორებისგან. მაშინ როცა ცვალებად და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მერწყულს ნაკლებად შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანზე კონცენტრირდეს.
მორიელი და მშვილდოსანი . დრამატული და უმეტეს შემთხვევაში მტრული წყვილია. მორიელის ეჭვიანი ბუნება ვერასოდეს შეეგუება მშვილდოსნის თავქარიანობას და ზედმეტ ოპტიმიზმს. მორიელი ფრთხილი და წინდახედულია, მშვილდოსანი კი იშვიათად დადრდობს და ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.
ქალწული და ლომი, ამაყ და თავმომწონე ლომებს არ უყვართ შენიშვნები, თუნდაც სრულებით ობიექტური და მართებული იყოს იგი. ქალწული კი თავისი ბუნებით მეწვრილმანე და დაკვირვებულია. ის ვერასოდეს შეიკავებს თავს იმისგან, რომ არ გააკრიტიკოს (მისი აზრით, ჯანსაღად) ამაყი ლომი. რაც ამ უკანასკნელში მრისხანების შეტევას გამოიწვევს.