ინდონეზიაში 17 აგვისტოს ვულკანი ამოიფრქვა, რომლის ფერფლსაც ვულკანის ამოფრქვევის ადგილას ახლომდებარე მთის მწვერვალზე მყოფი მთამსვლელები სასწაულებრივად გადაურჩნენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ჩამორბიან ისინი მთის ფერდობზე. მედიის ინფორმაციით, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო, წინასწარ იყო მოსახლეობა გაფრთხილებული რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ მისულიყვნენ, თუმცა ავანტიურისტი მთამსვლელები მაინც წავიდნენ. საბედნიეროდ, მათთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
წყარო: https://www.ambebi.ge/