კლინიკაში გადაიყვანეს 5 პირი, მათ შორის 4 ბავშვია – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 23 აგვისტოს, ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.

ადგილზე მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, დაფიქსირდა ავარიის 10 მონაწილე, 5 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი, გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენებმა კი უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.

_____________

ფოტო: აზა გაბუნია