“სამწუხაროდ ღიმილიანი გაგა აღარ გვყავს…როგორც გაგას სჩვეოდა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ…”-

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აგა რამდენიმე დღის განმავლობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, მას სისხლიც გადაუსხეს, თუმცა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„გეზ მოტორსის დიღმის ფილიალში სტუმრობისას აუცილებლად დაგხვდებოდათ მოღიმარი ბიჭი, უზადო სიკეთის და ადამიანობის მქონე, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებდათ პროფესიონალიზმითა და ყურადღებით. სამწუხაროდ გაგას, კეთილმა გულმა ვეღარ გაუძლო და დაგვტოვა, მძიმე ავარიის შემდეგ, როგორც გაგას სჩვეოდა ბოლომდე იბრძოლა. მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, “გეზ მოტორსის” თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა, სამწუხაროდ ღიმილიანი გაგა აღარ გვყავს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

„დღეს ჩვენ დავკარგეთ კარგი მეგობარი. ოჯახმა დაკარგა კარგი შვილი. კომპანიამ დაკარგა საუკეთესო თანამშრომელი. ავტოსფერომ დაკარგა კიდევ ერთი პროფესიონალი. გაგა, ძალიან მეცოდები მეგობარო, ძალიან…“, – წერს ლევან მიქაძე.

დაიჯესტი