შორენა ბეგაშვილი – ქალი მილიონ ნახევარი გამომწერით ინსტაგრამზე, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მასზე წლებია ყველაზე მეტს ჭორაობენ, მისი პირადი ცხოვრება კი მედიის საყვარელი თემაა.
ორი ოფიციალური ქორწინება, ზურაბ ბარბაქაძესთან და ირაკლი ნანაძესთან, რომანები დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან და კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან, ეს ის მამაკაცებია, ვისზეც საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია ბეგაშვილს, თუმცა ის ბოლო სიყვარულს საგულდაგულოდ მალავს.
ვინ არის კაცი, რომელიც წელიწადზე მეტია ცნობილ ქართველ მსახიობსა და ინფლუენსერს ანებივრებს?
შორენას ახალ საყვარელ ადამიანზე თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ. ის უკვე დიდი ხანია ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებს, მუდმივად უზრუნველყოფს საყვარელი ქალის მოგზაურობას უცხოეთში, გრანდიოზულ დაბადების დღეებს უხდის და მასთან ერთად მოგზაურობს. ბეგაშვილი მედიას დიდი ხანია არ სწყალობს და მისი რჩეულის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.
წყარო გვიყვება, რომ ის ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენია, თუმცა მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამჯერად სახელისა და გვარის დაწერისგან თავს შევიკავებთ, თუმცა, 65 წლის ბიზნესმენს 42 წლის შორენა განსაკუთრებულად უყვარს, ანებივრებს, უსრულებს ნებისმიერ სურვილს და მათი ერთად ნახვისას მიხვდები, რომ ასაკობრივი სხვაობა მათ სიყვარულს ვერაფერს აკლებს.
თაყვანისმცემლების კითხვაზე, თუ რატომ აღარ იღებენ ფილმებში ბეგაშვილს, სოციალურ ქსელში წერს, – “მე ჩემი კინო მაქვს“. ასევე წერს, რომ უარს ამბობს, გადაცემებში სტუმრად სიარულზე, რადგან მოსწყინდა კომენტარები, სადაც უწერენ რომ მახინჯია.
შორენა საყვარელ მამაკაცზე იშვიათად წერს, თუმცა მუდმივად მიანიშნებს მის არსებობაზე. ამჯერად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესმენი მანქანით მიჰყვება. Mr. & Mrs. – ბატონი და ქალბატონი – წერს ბეგაშვილი…
აქვე შეგახსენებთ, რომ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი ნიშნობის შესახებ. ეჭვებს კი ყველა ჯერზე ძვირადღირებული საქორწინო ბეჭედი აჩენდა.
ამჟამად შორენა ბეგაშვილი დიღომში, საკუთარ ვილაში ცხოვრობს. ამბობენ, რომ ეს საჩუქარიც საყვარელმა მამაკაცმა გაუკეთა.
ფაქტია, რომ ცნობილი ინფლუენსერი და მსახიობი, რომელსაც ბევრმა კაცმა ატკინა გული, ბოლო დროს ძალიან ბედნიერია.