4 წლის ბიჭუნა სარეცხის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ულან-უდეში, 4 წლის ბიჭუნას 1 დღე ეძებდნენ და სარეცხის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შესაძლოა, ბავშვის ოჯახი იყოს ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ბურიატიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო კომიტეტმს განაცხადა.

“ბიჭის ცხედარი იპოვეს სახლზე მიდგმულ ავტოფარეხში, სარეცხი მანქანის შიგნით”, – განაცხადეს დეპარტამენტში.

ბიჭი ულან-უდეში, კერძო სახლიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ახლობლების თქმით, ბავშვი სავარაუდოდ სასეირნოდ წავიდა, მაგრამ არ დაბრუნებულა. ბოლოს ის ბაბუამ ნახა. ბავშვის ცხედარი სახლის საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ იპოვეს და ახლა ექსპერტებმა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა
გაარკვიონ.

წყარო: dailymail.co.uk დააჭირეთ ინფორმაციის უცხოურ ენაზე სანახავად.