უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარ ბინაში გადავიდა, რომელიც კიევის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს გადაჰყურებს.
- უკრაინული მედია წერს, რომ ზუსტად გაარკვია, სად მდებარეობს საცხოვრებელი, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსმა თავის პატარა ქალიშვილსა და რადას დეპუტატს გადასცა.
იასკოს ბინა იაროსლავოვის გრადის საცხოვრებელ უბანში ბულვარნო-კუდრიავსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. ადრე იქ განთავსებული იყო ლეგენდარული სენაიას ბაზარი, რომელიც 2005 წელს დაანგრიეს. ახლა კი ხუთი საცხოვრებელი კომპლექსი დგას, 5-დან 19 სართულამდე.
“საცხოვრებელ კომპლექსს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი აქვს, რომელსაც ომის პერიოდში მაცხოვრებლები თავშესაფრად იყენებენ. სწორედ იქ იმალება ხოლმე ლიზა იასკო ქალიშვილთან ერთად საჰაერო თავდასხმის დროს. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ”ბავშვის ეტლით ვიყავი ღამით პარკინგზე, კიევზე და სხვა ქალაქებზე თავდასხმის გამო,” – წერდა ლიზა.
-1:28
სააკაშვილისგან მან არა მარტო ბინა მიიღო
როგორც ადრე უკრაუნული მედია წერდა, იასკო და სააკაშვილის ორი წლის ქალიშვილი ჟასმინი 2023 წლის აპრილში 97,2 მ2 ფართობის ბინის მფლობელი გახდნენ. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა (366 ათასი ლარი). ქონება დედა-შვილს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გადასცა – შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომიდან იხდის სასჯელს საქართველოს ციხეში.
“ლიზა იასკო და მისი ქალიშვილი ასევე სარგებლობენ კიევის რეგიონის სოფელ ლესნიკში მდებარე სახლით, რომელიც სააკაშვილის დედას ეკუთვნის. მაგრამ იქაურ ქონებას იასკო განკარგავს”, – წერს მედია. ადგილობრივი მედიის ცნობით, იასკომ გალავნიდან აიღო უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დიდი დროშები, რომლებიც სააკაშვილმა იქ ცხოვრებისას დაამაგრა. მან ასევე დაასრულა ადგილზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც აპრილში დაიწყო.
წყარო: https://www.ambebi.ge