წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა, დროებით, 15:00 საათამდე შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. სამუშაოების წარმოების დრო 2 და 3 ივნისი, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში განისაზღვრა.
მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, წყნეთიდან ბეთანიისა და კიკეთისკენ მოძრავმა N503 და N481 მიკროავტობუსებმა დროებით შეაჩერეს მგზავრთა მომსახურება. მოქალაქეებს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ბარათაშვილის ქუჩიდან კიკეთისკენ მიმავალი N316 ავტობუსით.