13 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ ბავშვს სოციალურ ქსელში ახლობელი ემშვიდობება.
„ანუკი, ჩვენო ცქრიალა მხიარულო და განსაკუთრებულო ანგელოზო. სიკვდილს შენთან რა უნდოდა. შენ ხომ უამრავი ლამაზი და ფერადი წლები უნდა გემხიარულა შენს საყვარელ თანაკლასელებთან ერთად. გაგვიფრინდი ანგელოზების სასახლეში.
უფალი ჩაგიხუტებს და მოგწმენდს ცრემლს, მოგვენატრები, მოენატრები შენს თანაკლასებს, მათ მეხსიერებაში დარჩები მხიარულ და ცქრიალა ანუკით. უფალმა ანუგეშოს და გააძლიეროს შენი ოჯახი”, – წერს შორენა უსტალიშვილი.