კიდევ ერთი ეპიდემიის საფრთხე? – ევროპაში ახალი, “ზარმაცას“ ვირუსის 19, მსოფლიოში კი 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
ევროპაში პირველად დაფიქსირდა დამღუპველი ვირუსი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ზარმაცასგან წარმოიქმნა და მწერები, მათ შორის კოღოები ავრცელებენ.
ევროპის დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში “ოროპუშის ცხელება“ 19 ადამიანში დაფიქსირდა.
უშუალოდ “ოროპუშის ცხელება“ არის ტროპიკული ვირუსული ინფექცია. ის ადამიანებზე გადადის კოღოების ნაკბენით, ასევე ვრცელდება ბუნებრივი რეზერვუარიდან, სადაც ზარმაცები ცხოვრობენ.
დაავადებას სახელი ეწოდა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც ის პირველად 1955 წელს აღმოაჩინეს და ტრინიდადსა და ტობაგოში მდებარე მდინარე ოროპუშესთან მცხოვრები ადამიანები დაინფიცირდნენ.
“ზარმაცას ვირუსის“ თორმეტი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, ხუთი იტალიაში და ორი გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ იმ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, არ არსებობს.
ექსპერტების თქმით, აღნიშნული ინფექცია პოტენციურად მომაკვდინებელი ზიკა და დენგე ვირუსების ოჯახიდან მოდის.
“ზომბი ვირუსი“, რომელიც თითქმის 50 000 წლის განმავლობაში გაყინული იყო, ახლახანს გაცოცხლდა – რას აცხადებენ მეცნიერები
დამახასიათებელი ნიშნებია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთებისა და სახსრების ტკივილები.
”ჩვენ აუცილებლად უნდა ვღელავდეთ ამაზე. რადგან ის იცვლება და შეიძლება შეუჩერებელი გახდეს“, – განაცხადა The Telegraph- თან ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორმა, დენი ალტმანმა.
“სიმპტომები, როგორც წესი, კბენიდან ოთხი-რვა დღის შემდეგ ვლინდება. მძიმე შემთხვევებში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი“,- ნათქვამია NHS Travax ვებსაიტზე.
თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე გაფრთხილებებისა, ECDC- ის თქმით, ცხელებისგან გამოწვეული ფატალური შედეგები ძალზე იშვიათია და ხშირია გამოჯანმრთელების შემთხვევები. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები ოთხი დღის განმავლობაში ქრება.
ვირუსის გავრცელება დღემდე დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის რამდენიმე ქვეყანაში.
Lancet-ის მოხსენების თანახმად, 25 ივლისს “ოროპუშის ცხელებით“ ბრაზილიაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ევროპაში დაბალია, ამ წლის იანვრიდან ივლისის შუა რიცხვებში ბრაზილიაში, ბოლივიაში, პერუში, კოლუმბიასა და კუბაში 8000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ მაღალი მაჩვენებლების გამო ECDC-მ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ეპიდემიურ ადგილებში მოგზაურობენ, სირთხილისკენ მოუწოდა. მოგზაურებს, ნაკბენის რისკის შესამცირებლად, მწერების საწინააღმდეგო და გრძელმკლავიანი მაისურების ჩაცმას ურჩევენ.
independent-ის ინფორმაციით “ზარმაცას“ ვირუსი ევროპაში 2 დღის წინ ისევ დაფიქსირდა. აქედან, 19 იმპორტირებული შემთხვევა იყო.