ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჭითაწყარის საბავშვო ბაღი სამძიმრის წერილით ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ტრაგიკულად დაღუპული ტყუპი ძმები სწორედ ამ ბაღის აღსაზრდელები იყვნენ.
„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ, მოსწყდნენ ამ ქვეყნიერებას. გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ანგელოზები, სიკეთით და სიყვარულით გამორჩეულები…
ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი აღსაზრდელების ტრაგიკულად დაღუპვის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
ნათელში იყოს თქვენი უმანკო სული”, – წერია ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.