რუსეთში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
6.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ოხოტის ზღვაში, სახალინიდან აღმოსავლეთით, განაცხადა იაპონიის მეტეოსამსახურმა.
შემდეგ კი მეორე მიწისძვრა მოყვა, ამჯერად
ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა.
ამის შესახებ ” იუჟნო-სახალინსკის” სეისმოსადგურის ხელმძღვანელზე ელენა სემიონოვაზე დაყრდნობით, РИА Новости. იუწყება.
მისი თქმით, ეპიცენტრი მდებარეობდა კუნძულ შიკოტანისგან 92 კმ დაშორებით, დაბა მალოკურილსკოედან სამხრეთით.
მიწისძვრა იაპონიაშიც იგრძნობოდა.