სასტიკი მკვლელობა სოფელ დიღომში – ავტომობილის გამო დაწყებულ კონფლიქტს 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი ქობულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან დანით მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მამაკაცებს შორის დაძაბული საუბარი და შელაპარაკება უძღოდა.
როგორც ვიცით, იყვნენ თანასოფლელები და მიზეზი რა გახდა ამ ყველაფრის არ ვიცით. რაღაც ნათესავურო კავშირიც აქვთ, მოგვარეები არიან. როგორც თქვეს დანით დაჭრა სასიკვდილოდ. ხალხი იყო ბევრი, – ამბობს ადგილობრივი.
ახლა პოლიცია დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.