თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.
პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 სძლია.
დაძაბული ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – კვარცხლბეკზე გენოსთან ერთად გიორგი მეშვილდიშვილიც იდგა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი აიღო.
განსაკუთრებით ემოციური მომენტი კი საქართველოს ჰიმნის დროს იყო, როდესაც ჰიმნს გულზე ხელის დადებით გენოსთან ერთად გიორგიც აჰყვა.
“ჩემთვის ამ ოლიმპიადაზე ამაზე ამაღელვებელი სცენა არ ყოფილა…
თან მღეროდა კიდეც… კომენტატორებმაც აღნიშნეს… ძალიან ემოციური კადრი იყო…
ონელების საამაყო ვაჟკაცი. შოვის ტრაგედიის პირველივე წუთებში უშიშრად მიეშველა გადარჩენილებს. ის თავისი ვაჟკაცობით ოქროს მედალოსანიცაა და უფრო მეტიც…
საოცარი კადრია, მეტირება…
გულს რომ გაგიგლეჯს, ისეთი სცენაა…
აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს, მაგრამ ქართველია და ქართული სისხლი აქვს!
რამდენი ვიტირეეე ამ კადრზე” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.