სენაკის სამხედრო ბაზაზე ინციდენტი მოხდა.
ინციდენტის შედეგად 45 წლის სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. ფაქტს თავდაცვის უწყება ამ დრომდე არ ასაჯაროვებდა. თუმცა, გამოცემის ცნობით, ფაქტს სამხედრო პოლიცია უკვე იძიებს.
ინციდენტის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ზურაბ ფისენკო კი მძიმე დამწვრობით თურქეთში გადააფრინეს, სადაც მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
“სამხედრო პირი აფეთქებულაო, ახალგაზრდა ბიჭიო და დამწვრობა აქვსო მიღებულიო. მემგონი სენაკის სამხედრო ბაზაზე მოხდა”..
“ტანკი აუფეთქდა და დაიწვაო. ვიცი, რომ მძიმე მდგომარეობაში არის, 80% დამწვრობა აქვსო და მეტი არაფერი არ ვიცი”, – ამბობენ ადგილობრივები.