ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდმა 7 აგვისტოს, სახლი მშობლების ნებართვის გარეშე დატოვა და ფოთიდან ბათუმში გაემგზავრა. დაჩი ქარჩავას ახლობლები საზოგადოებას დაკარგული მოზარდის მოძებნაში დახმარებას სთხოვენ.
“მეგობრებო, ოჯახის თხოვნითა და ნებართვით ვდებ, ამ განცხადებას.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ გავრცელებაში.ოჯახი ეძებს 13 წლის დაჩი ქარჩავას. დაჩი ფოთიდანაა. ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე! მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
თუ სადმე შენიშნავთ, ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე
551 114 010 დედა – ნანა მარგალიტაძე,” – ნათქვამია ფეისბუკმომხმარებელ ლაშა ზარგინავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.