“ოჯახში გვაქვს საშინელი კამათი, ლამის მუშტი-კრივზე გადავედით; მითხარით, ძალიან გთხოვთ, თბილისის ზოოპარკში ჟირაფი იყო ოდესმე? მე ვამტკიცებ, რომ მინახავს ბავშვობაში, ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ ყოფილა ჟირაფი ზოოპარკში. მიშველეთ, სადაცაა პატრულს გამოვიძახებ!”
ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი ნამდვილად ნანახი ჰყავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არიან თბილისის ზოოპარკში ჟირაფები?
არ გეგონოთ, რომ ამ ერთი შეხედვით მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია. უკვე წლებია ამ თემაზე მუდმივი კამათი მიმდინარეობს. ფაქტია, რომ თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არ ჰყავს. თუმცა, როგორც ზოოპარკის დირექტორის მოადგილე ამბობს, 2 ჟირაფი თბილისის ზოოპარკში 60-იან წლებში ნამდვილად იყო.
სიუჟეტი არქივიდან