ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა რამდენიმე საათის უკან დაწერა, რომ დაიკარგა მისი და, სტატუსით კი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.
ანი გიუნტერმა რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ დაკარგული იპოვეს.
„ვიპოვეთ. ცოცხალია.მადლობა“, – წერს ანი გიუნტერი.
მანამდე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელმა დაადასტურა, სადაც ამბობდა, რომ იპოვეს და თავს კარგად გრძნობდა.
„მეგობრებო ყველას უღრმესი მადლობა ანის გვერდში დგომისთვის. ნატაშკა ვიპოვეთ კარგადაა.ანის ტელეფონი არ აქვს და ვერ გპასუხობთ“, – წერს ნათია რთველიაშვილი.