„შთავაგონეთ, დედა არის ვარსკვლავებთან, იქიდან გეფერება“ – როგორ აწყნარებს შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული სოფო ბაკურაძის დედა შვილიშვილს

23 წლის სოფო ბაკურაძე შოვში სტიქიას ემსხვერპლა, მას 4 წლის შვილი დარჩა.

როგორც სოფოს დედა მედიასთან ამბობს, გოგონას შთააგონეს, რომ დედამისი ვარსკვლავებთანაა.

„შთავაგონეთ, დედა არის ვარსკვლავებთან იქიდან გაკვირდება, გეფერება“, – ამბობს სოფო ბაკურაძის დედა.

ცნობისთვის, შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.