მადლობა ბადრი გოგიას ანალიზისთვის:
“ტედი რინერის სამარცხვინო ოქროს მედალი”
ტედი რინერის გამარჯვების შემდეგ ჩადენილ 3 უღირს და მაპროვოცირებელი საქციელს (1. ენის გამოყოფა, 2. ყელზე წაჭერა და 3. ფეხების შებოჭვა) ფრანგული მედია არ აკომენტარებს, მაგრამ აღმაშფოთებელია, როცა ფრანგების დიდი უმრავლესობა გიორგი თუშიშვილის მიერ ამ 3 პროვოკაციაზე გაცემულ პასუხს აკრიტიკებს და ტედი რინერის პროვოკაციებზე ხმას არ იღებს.
ფრანგების მცირე ნაწილი აღიარებს ტედის პროვოკაციებს, რომელსაც გამოუცდელი და ემოციური ქართველი წამოეგოო და მეც ასე ვფიქრობ. დიახ, თავად ტედის ფეისბუქ გვერდზე აკომენტარებენ ასევე ისეთი ფრანგები, რომლებიც აღიარებენ, რომ ტედი პროვოკაციებს უწყობდა ქართველ ფალავანს და ჭკუაში აჯობაო.
ჭკუაში კი აჯობა, მაგრამ არა ვაჟკაცობაში. ტედი სამარცხვინოდ ეგდო მიწაზე და ხელებს აფათურებდა. თან თავს ისაწყლებდა და თან გურამს აპროვოცირებდა. ისე კი გაუზარდა გამარჯვება, იცოდა, რომ რთული შეტაკება ელოდა გურამთან და მისი დისკვალიფიკაცია კიდეც აწყობდა ფრანგულ მხარეს, რადგან მოსალოდნელია ფრანგული და ქართული ჯგუფური შეჯიბრი, იმის ფონზე, რომ მძინეწონიან თუშიშვილს ნაკლებად მძიმეონიანი სულამანიძე შეცვლის.
თუმცა, ვაღიარებ, რომ სიმაღლის უპირატესობის წყალობით ტედი გიორგიზე უფრო ძლიერია ამ ეტაპზე, თუმცა კი გაუჭირდა გიორგის დამარცხება. გიორგის შეცდომა ის იყო, რომ ტედიმ თავისი გრძელი ხელებით და გრძელი თითებით დაასწრო გიორგის და ჩასჭიდა თითები ყელში. იმედია, 4 წლის თავზე ლოს ანჟელესის ოლიმპიურ თამაშებზე გურამი აიღებს რევანშს და ამისთვის საჭიროა, რომ ქართულმა მხარემ გააპროტესტოს უსამართლო განაჩენი გურამის ოლიპიადიდან მოხსნის თაობაზე.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. მას შემდეგ, რაც გიორგიმ მასზე ტანით მაღალი ტედის ჩავლება (ტედის ჩაბღაუჭებული ხელები) ვერ ჩამოხსნა ანუ ვერ მოიშორა, ფრანგმა ფალავანმა ძლივს, მაგრამ მაინც მოახერხა გურამის დაგდება და ორთაბრძოლის ასე მოგება,
თუმცა მოგების შემდეგ (და მგონი, არა მოგების პროცესის ფინალურ წამებში) მიწაზე დაფდებუკ გურამის ენა გამოუყო და ყელში ჩაავლო ხელი. ესაა მიწაზე დაგდებულ ფალავანი შეურაცხყოფა და მასზე ძალადობა ორთაბრძოლის შემდეგ.
პროვოკატორი ტედი ამის შენდეგ ცდილობს თავისი უღირსი საქციელის გადაფარვას მის მიერ ინსცირურებუმი მსგავსი საქციელით გურამუს მხრიდან. ანუ ტედუ თავისი პროვოკაციის შემდეგ მიწაზე თავად გაიშხლართა, რათა პროვოკაციაზე წამოგებული გურამის ადამიანური რეაქცია წარმოედგინა, როგორც მიწაზე დაცემულ ფრანგ ფალავანზე უკანონო ძალადობა. და ეს ყველაფერი ტედის გამამხნევებელი დარბაზის ყიჟინის ფონზე.
მართლაც, მიწაზე საკუთარი ნებით დაცემულ ტედიზე მიდის ენის გამოყოფით და ყელზე წაჭერით შეურაცხყოფილი გურამი, ჩამოიკუზება და მიწაზე მწოლიარე ტედის რაღაც არამეგობრულს პასუხობს შეურაცხყოფაზე.
ამის მერე გურამი ტოვებს მიწაზე მწოლიარე ტედის და მიდის, მაგრამ ტედი ამჯერად მიმართავს მორიგ, მესამე პროვოკაციას და ხელებს ჩასჭიდებს გურამის, რათა ის კიდევ უფრო შეურაცხყოს.
გურამის შემობრუნება და მწოლიარე ტედისკენ წაიწევს და შეეტაკება თავისი მუხლებით, თან კიდევ რაღაც საპასუხო არამეგობრულ ფრაზას ეტყვის და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ტედი სიმულიანტობს და ტოვებს მიწაზე მწოლიარე დაჩაგრული ფალავნის შთაბეჭდილებას.
ტედი რინერის სამარცხვინო ოქროს მედალი სამარცხვინო ფურცელია ოლიმპიური ძიუდოს ისტორიაში.
რინერს მასავით ტანით მაღალი ფალავანი უნდა დაუპირისპირო და სიმაღლის უპირატესობა ასე უნდა მოიხსნას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტედი გურამს დამარცხებული ჰყავს ერთხელ. სიმაღლეში შეუსაბამობა არის რისკი და ამის ფუფუნება არ გვაქვს.
სხვათაშორის, რინერს უზარმაზარი თითები და ხელისგული აქვს. ამასთან, შავკანიანებს ბარძაყი ძალიან მაღალი აქვთ და იპონის ილეთის შესრულება ტექნიკურად უკეთ შეუძლიათ. ასეა მრავალფეროვანი იმპერიების იღბალი : ფეხბურთშიც ჰყავთ ეს მარდი მორბენლები ბლომად და ძიუდოშიც, თუმცა ამ დარგში მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს.
ქართველ სპორტსმენებს უნდა განემარტოთ, რომ მეტოქეების პროვოკაციებს ნუ აჰყვებიან და მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ. იცის ფრანგულმა მხარემ, თუ როგორ შეიძლებოდა ფიცხი და ამაყი თუშიშვილის მწყობრიდან გამოყვანა. მით უფრო, რომ საფრანგეთის ოლიმპიადაზე მსაჯები რასაც მით უფრო რინერს აპატიებენ, მას სხვას არ აპატიებენ. ორმაგი სიფრთხილე გვმართებს.
და ბოლოს აქ ვდებ 2 ვიდეოს, რომლებშიც ჩანს ტედი რინერის უღირსი პროვოკაციები :
https://m.facebook.com/groups/judofans/permalink/813014000618330/?ref=share