ბევრ მამაკაცს უჭირს ცხოვრების წესის შეცვლა, ექიმის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. თქვენ რა დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?
– ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმი მადგა თავზე და ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან ვერაო. სხვა გზა არ მქონდა ექიმებს უნდა დავმორჩილებოდი. როგორც კი მივხვდი რომ სწორი კვებით თავს უკეთ ვგრძნობდი გავყევი ამ ყველაფერს.
ძალიან შემიყვარდა წყალი, დღეს უკვე 2 ლიტრ წყალს ვსვამ დღეში. სრულიად უარი ვთქვი ღორის ხორცზე, ვგიჟდები ისე მენატრება მწვადი, მაგრამ ამოვიღე მენიუდან, ასევე – გაზიანი სასმელები, ლუდი, რომელსაც ადრე 8 ლიტრამდე ვსვამდი, არაყი, ვისკი, კონიაკი… პური ასი პროცენტიდან 1 პროცენტამდე დავიყვანე. ვჭამ ძირითადად თეთრ ხორცს. ყველზე მეტად გამიკვირდა ხაშლამაც რომ ამიკრძალეს.
კვირისპალიტრა