როგორც იცით, გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე +100კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერის წინააღმდეგ 1/4-ფინალში დამარცხდა, ფრანგთან დაპირისპირების შემდეგ კი ქართველი ოლიმპიადიდან საერთოდ მოხსნეს.
ახლა გაირკვა, რომ გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია არამარტო მიმდინარე ოლიმპიადაზე, არამედ სხვა ყველანაირ ტურნირზეც მიიღო.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომიტეტის სასჯელის თანახმად, გურამი ვერც ჩვენს ნაკრებს დაეხმარება ხვალინდელ დღეს გუნდურ შეჯიბრში, რაც უდიდესი დანაკლისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში რინერმა გურამის გამოწვევა გამაღიზიანებელი ჟესტითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით სცადა, რის გამოც ქართველმა ფრანგს პასუხი როგორც ვერბალურად, ისე ფიზიკურად დაუბრუნა.