1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავების დახმარებით ამ დღეს იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე გეგმავდით. შესაძლოა, საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ყველა საქმე გვერდით უნდა გადადოთ და მის გვერდით გაჩნდეთ. ფინანსური ენერგიის გასაძლიერებლად, საფულეში ქაღალდის ფული ჩადეთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.

კურო

რთული და სტრესული დღეა. მოემზადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ეცადეთ, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ. ვითარება მალე შეიცვლება, მაგრამ დღეს სირთულეების გადალახვა დამოუკიდებლად მოგიწევთ. თანამოსაუბრეს ყურადღებით თუ მოუსმენთ, შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ.

ტყუპები

ამ დღეს მომხდარმა შემთხვევამ შეიძლება გაგაბრაზოთ ან იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, უსიამოვნებები გამოცდილებად აღიქვათ. ნუ გადაიღლებით, ეცადეთ ყურადღება სასიამოვნო თემებზე გადაიტანოთ. დღის მეორე ნახევარში ენერგიის დონე მოიმატებს და დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კირჩხიბი

ძველი მეგობარი შეიძლება დაუფიქრებელი სიტყვით ან შეურაცხმყოფელი შენიშვნით გაანაწყენოთ. გირჩევთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ და ადამიანების მიმართ მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ. შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით, წარსულში უნდა დატოვოთ. დაწყებული საქმის დასრულებისთვის შესაძლოა სამსახურში გვიანობამდე დარჩენა და თავისუფალი დროის დათმობა მოგიწიოთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სარგებელი მოგიტანონ.

ლომი

დილიდან უხასიათოდ ხართ და მუშაობის დაწყება გიჭირთ. ეცადეთ, ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში დადებითი მხარეები იპოვოთ და ხალისიანი განწყობა დაიბრუნოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დღეისთვის დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ, თუმცა დღეს საქმეში მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. შესაძლებელია მოგებიანი გარიგებები.

ქალწული

დღის დასაწყისი არც ისე წარმატებული იქნება, ამიტომ გირჩევთ, ყველა შეხვედრა და მოლაპარაკება შუადღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს თქვენს განწყობაზე ბევრია დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, სამყაროს ოპტიმისტურად შეხედოთ. ამ დღეს შეძენილმა ნივთმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ აუცილებელი პროდუქტების გარდა, ნურაფერს შეიძენთ. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.

სასწორი

ამ დღეს მხოლოდ ხალისიანი ადამიანების წრეში უნდა იტრიალოთ, რომლებიც გამხნევებენ და მხარს გიჭერენ. ეცადეთ ფინანსური საკითხები დროულად განიხილოთ, რათა ახალი ინფორმაცია მიიღოთ და სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის – შესაძლოა, წარსულის გახსენების გარდა, გართობასა და მოგზაურობასთან დაკავშირებული ერთობლივი გეგმებიც განიხილოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებზე მუშაობისთვის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ, ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ.

მშვილდოსანი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, უსიამოვნებებს გაუმკლავდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც წარსულში ბევრი რამ გაკავშირებდათ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სირთულეების არ უნდა შეგეშინდეთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

თხის რქა

ნურავის მისცემთ უფლებას, განწყობა გაგიფუჭოთ და ეცადეთ, თავადაც არავის არავინ გააღიზიანოთ. არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემებზე საუბრისთვის – შეიძლება, მხარდაჭერის ნაცვლად, კრიტიკა მიიღოთ. საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით ისიამოვნებთ. გარდა ამისა, მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები.

მერწყული

ბოლო დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი იჩინოს. ეცადეთ, აქტიურობა შეამციროთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს უმჯობესია, მოერიდოთ.

თევზები

თვალი ადევნეთ მინიშნებებს, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ იღბლიან შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება სამსახურებრივი და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ, რათა თქვენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.