“ამ წუთისთვის 123 დაღუპული, 100-მდე ადამიანი მიწის მასის ქვეშ რჩება” – მეწყრის ჩამოწოლას საშინელი ტრაგედია მოყვა – დეტალები

ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.  სტიქია ვაიანადის რაიონის მთიან დასახლებებს დაატყდა თავს.

გამოცემის ცნობით, სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და კრიტიკული მნიშვნელობის ხიდის ჩამონგრევა აფერხებს. 

„ზარალის ოდენობის შეფასებას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შევძლებთ“, – განუცხადა კერალას ტყეებისა და ველური ბუნების დაცვის მინისტრმა BBC Hindi-ს. 

ხოლო ჯანდაცვის მინისტრის ვენა ჯორჯის თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოებში სულ მცირე 70 დაშავებულია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მაშველებმა სტიქიის ზონაში მოყოლილი 101 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

როგორც BBC აღნიშნავს, ვაიანადის მთიანი რაიონი მუსონების სეზონზე განსაკუთრებით მიდრეკილია მეწყრული პროცესებისკენ. 

გამოცემის ბოლო, ინფორმაციით, ასამდე ადამიანი ამ დრომდე მიწის მასის ქვეშ რჩება. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ, თუმცა მათ წვიმა და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

მეწყერი კერალაში გუშინ ჩამოწვა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. შტატის მთავრობაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.