მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
„მერვე თვე დაიწყო ბიჭო! მერვე თვე!!! სულ თითო-თითო დღედ შეგვიძლია მოგიყვეთ ეს რვა თვე!!! ძალიან რთულ გამოცდას გვიწყობ ძმაო! გელოდებით! არ დავიღლებით! ღმერთო, გადმოგვხედე კეთილი თვალით!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ზურა ბერიკაშვილმა იანვრის თვეში ინფარქტი გადაიტანა და ამჟამად გერმანიას ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მისი მდგომარეობა უმძიმესია, ის ხელოვნურ კომაშია.
რაღაც დრო ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და ტვინზე დაზიანება აქვს მიღებული. მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომ რამენაირად უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდეს. სხვა მნიშვნელოვანი სათქმელი არაფერია. იმყოფება ისევ ხელოვნურ კომაში.
რამდენჯერმე მოხსნეს, მაგრამ მაინც ვერ იღებენ ჯერ სათანადო შედეგს და თან ცდილობენ, რომ ზედმეტი დატვირთვა არ მიიღოს. გერმანიიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე მდგომარეობა არის უმძიმესი, თუმცა ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ მაინც და ეს იმედი არ დავკარგოთ.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!