ნიუ-იორკში, დედამ თავისი ქალიშვილის ჰამბურგერში სისხლი აღმოაჩინა. ინციდენტი ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილში, გეტსვილში, პოპულარული სწრაფი კვების ქსელის Burger King-ის ფილიალში მოხდა. ტიფანი ფლოიდმა ჰამბურგერი და ფრი კეტჩუპის გარეშე მოითხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ შესრულდა. დედამ ბურგერზე წითელი ლაქები შენიშნა, რომლებიც სინამდვილეში არა პომიდვრის სოუსი, არამედ – სისხლი იყო.
რესტორნის მენეჯერმა ფლოიდს განუმარტა, რომ მზარეულმა ხელი გაიჭრა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
„რესტორნის მენეჯერი თანხის დაბრუნებას დამპირდა. მე ადგილობრივ ჯანდაცვის დეპარტამენტს მივმართე და შესაბამისი განაცხადი წარადგინა, თუმცა მათ მეტი არაფერი შეუძლიათ. მათი რეკომენდაციით, მთელი წლის განმავლობაში სისხლის ყოველთვიური ანალიზები უნდა ჩავიტარო,” – განაცხადა ფლოიდმა.
ნიაგარას ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტს ასევე Burger King-ის მენეჯერმა დუადასტურა, რომ ინციდენტამდე მზარეულმა თითი გაიჭრა. Burger King-ის კორპორატიულმა ოფისმა დაზარალებულს სამედიცინო ხარჯების გადახდა შესთავაზა.