“მთავარ არხს” ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 120-მდე სამხედრო მეოთხე ქვევით ბრიგადაში მოწამლულია. ამავე წყაროს ცნობით, ყველა მათგანი სამხედრო ნაწილთან არსებულ საავადმყოფოში მკურნალობს.
მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები გახდა. უცნობია ჯარისკაცების მდგომარეობა.
მცდელობის მიუხედავად ჩვენ თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია და კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.
მივედით ვაზიანის მეოთხე ბრიგადის ბაზასთანაც, ადგილზე დაგვპირდნენ, რომ კომპეტენტურ პირსთან გასაუბრებას შევძლებდით, თუმცა ჩვენთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა.
სახელმწიფო მალავს ვინ კვებავს ქართულ ჯარს – ამ დროისთვის საიდუმლოა რომელ კომპანიას შეაქვს პროდუქტი სამხედრო ბაზებზე. ექსპერტები განმარტავენ, რა შეიძლება ხდებოდეს დახურულ სისტემაში ახლა. ასახელებენ მიზეზს, რატომ არარის ქართული ჯარის კვების მომარაგების სისტემა საჯარო.