1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ნუ ელით, რომ ეს დღე აქტიური და ნაყოფიერი იქნება. უმჯობესია, ის დასვენებას დაუთმოთ და სამსახურის საქმეები მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ. მუშაობამ ისე დაგღალათ, რომ ძალების აღდგენას დრო დასჭირდება. პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად ხიბლავთ, რაც ჩანაფიქრის შესრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ. ეცადეთ, დილას ადრე გაიღვიძოთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.

ტყუპები

ბოლო დროს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებთ, მაგრამ დროა, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ, რადგან თქვენი გადაწყვეტილებები მათზე მოქმედებს. გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

კირჩხიბი

კვირის შედეგებით უკმაყოფილო ხართ, რაც თქვენს განწყობაზე მოქმედებს. ჯავრი საყვარელ ადამიანებზე რომ არ იყაროთ, ეცადეთ, საკუთარ მდგომარეობას გონივრულად შეხედოთ. ჩამოწერეთ ყველა დაშვებული შეცდომა და სიტუაციის მოგვარების ვარიანტები. ეს უკეთესია, ვიდრე ნერვიულობა და ყვირილი. გაუგებრობის თავიდან აცილებისთვის ჯობს, ადამიანებს ახსნა-განმარტებები მოსთხოვოთ. თანამოსაუბრე როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თავაზიანობის საზღვრებს ნუ გადახვალთ და თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცეთ.

ლომი

გირჩევთ, რომანტიკული ან საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ გადადოთ და შაბათი საყოფაცხოვრებო საკითხებისა და საშინაო პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. ამ მხრივ იმდენი საქმე დაგროვდა, რომ მათი დასრულებისთვის ერთი დღე არ გეყოფათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიეცით ის, რაც სურს. ამ დღეს ყველაზე მეტად მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ქალწული

შაბათი თქვენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანს არ მოიტანს, მაგრამ საყვარელი ადამიანების უკეთ გაცნობას შეძლებთ. ეცადეთ, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ – ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა და რჩევა სჭირდებათ. თუ რეალობას მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ.

სასწორი

ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ახალ სამსახურში გადასვლის შეთავაზებას მიიღებს. იფიქრეთ, გააანალიზეთ, მაგრამ ეცადეთ, ეს ინფორმაცია სახლის გარეთ არ გავიდეს – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს. ნუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება არ სჭირდება. შეგიძლიათ საკუთარი ენერგია ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

მორიელი

ეს დღე პესიმისტური განწყობით დაიწყება – ბევრი დაგეგმილი აქტივობა და შეხვედრა გაუქმდება, რაც ასევე გაგაბრაზებთ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ცხოვრება საკუთარ სურვილებს და კაპრიზებს არ უნდა შეუსაბამოთ. გირჩევთ, თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მშვილდოსანი

სასურველია, რომ შაბათ-კვირა კარიერულ პერსპექტივებზე ფიქრს დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ სამუშაო სიამოვნებას არ განიჭებთ, ამის შესახებ მენეჯერს უნდა გაესაუბროთ და ხელსაყრელი გამოსავალი იპოვოთ. ახალი ურთიერთობის დაწყებას ნუ იჩქარებთ. ჯობს ჯერ ადამიანს დააკვირდეთ და მისი ხასიათი კარგად შეისწავლოთ.

თხის რქა

შეიძლება ამ დღეს აღმოაჩინოთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეთ. სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარების სხვა გზაც არსებობდა, რომელიც გამოგრჩათ ან არ იცოდით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით, შეგიძლიათ გარისკოთ და თამამი გეგმები განახორციელოთ.

მერწყული

გირჩევთ, მცირე შესვენება აიღოთ – არსად იჩქაროთ, არავის შეხვდეთ და არაფერი აკეთოთ. ტელეფონი გათიშეთ, მოდუნდით და დაისვენეთ. პერიოდულად ასეთი განტვირთვის მოწყობა ძალიან სასარგებლოა. ეს დაგანახვებთ, რამდენი ზედმეტი და უსარგებლო რამეა თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

თქვენი შრომისმოყვარეობა გარშემო მყოფებში შურს და აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა შაბათს შეგიძლიათ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლება მისცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ – შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

funtime.ge