საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.”