მკვლელობა მოხდა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლალისყურში. თანასოფლელმა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო დაერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოკლული სოფლის რწმუნებულის ძმაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილმა მამაკაცმა გარდაცვალებამდე პოლიციას მკვლელის ვინაობა უთხრა. ის თამაზ წიქარაძეა.