გასულ კვირას, სოციალური ქსელი ქუთაისში, გრანდიოზულ ქორწილში გადაღებული კადრებით აჭრელდა. ქორწილმა არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროპული მედიაც აალაპარაკა.
დღის მთავარი გმირი დიზაინერი მაკო ყაველაშვილია. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდს ფლობს, სადაც ტანსაცმლის და ჩანთების ხაზი აქვს. აღსანიშნავია, რომ არაჩვეულებრივი იუმორის პატრონია და მისი ხუმრობების ფრაგმენტები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.
მაკო მალე პატარას დედა გახდება, 7 თვის ფეხმძიმეა.
„ყოველთვის ჩემი დიზაინით ვიკერავ კაბებს, ეს კაბაც ჩემი დიზაინით არის შექმნილი… ყველას ჩაცმაზე ვზრუნავ და რა თქმა უნდა, რაღაც გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, რომ ყოველდღიურობისგან განსხვავებულად ვყოფილიყავი.
რეალურად, ჩემი მიზანი ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა იყო, რომ ვყოფილიყავი დედოფალი და პრინცესად მეგრძნო თავი. ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი.
საქორწილო ხარჯები, დაახლოებით, 150 000 დავთვალე… მაგრამ ყველანი მზად ვიყავით, მინდოდა, რომ ყველაფერი ასე ყოფილიყო… ამისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სუფრა ლამაზად ყოფილიყო გაშლილი, არ მიყვარს, როცა საჭმელი დაყრილია… ისედაც ამდენი გაჭირვებულია ირგვლივ.
ტორტი, დაახლოებით, 10 000 ლარის ფარგლებში იყო… იმდენი იყო, მართლა მთელ ქუთაისში დავარიგე, ერთი ლუკმაც რომ არ გადაყრილიყო…“ – ამბობს მაკო ყაველაშვილი „დღის პოსტში“.
ვრცლად ↓