მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმიანება.
“მაპატიე ჩემო საამაყო ძმაო, არ მაცადეს შენი იმ ქვეყანაში ღირსეული გაცილება! მშვიდობით და დროებით ძმაო, იქ შევხვდებით! მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.
ღმერთმა მოიხსენოს შენი სული სასუფეველსა თვისა! ამინ“, – წერს ზურა
27 მაისს, ქართველი მსახიობი, ყველასათვის საყვარელი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა, იგი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გადიოდა.