- მთავარ ფოტოზე: ლუკა ჯიქურაძე
ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
- არსებული ინფორმაციით, ბოდეურის ხიდიდან მსუბუქი მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. 3 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ახალგაზრდები რაჭაში თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდნენ. დაღუპულები უბნელები არიან.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ლუკა ჯიქურაძეა.
“ტრაგედია ტრიალებს, ინგრევა მთელი ნახალოვკა ამ ბიჭების ცოდვით. სამივე გარდაცვლილი ნახალოვკელია. სოფელ ხიდაშელებში სტუმრად იყვნენ, იქიდან წამოსვლისას მოხდა ტრაგედია. მანქანა ხევში გადავარდა. ორი დღით იყვნენ წასულები.
ლუკა ჩემს ხელში გაზრდილია. ერთი და ჰყავს და ერთი ტყუპი ძმა. ძალიან კარგი და წესიერი ბიჭი იყო. ახლახან მოასვენეს სახლში. საშინელება ხდება აქ” – გვიყვება გარდაცვლილი ლუკა ჯიქურიძის ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.