თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ცნობილი სტომატოლოგი, ნინო აბაშიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ.
ნინო აბაშიძე ხშირად სტუმრობდა სხვა და სხვა ეთერს და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.
„მეხი დამეცა და თავზე დამემხო ცხოვრება, რომელსაც 33 წელი ვქმნიდით და ვაშენებდით. ჩვენ ხომ შევპირდით ერთმანეთს, რომ სულ ერთად გავწევდით ჭაპანს, მაგრამ მიღალატე, მარტო დამტოვე და ფრთებიც დამამტვრიე.
რატომ ნინო? ჩემო სიყვარულო და უერთგულესო თანამესაყდრე“, – წერს კახა მეტრეველი.
სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტი, ვახო სანაიაც და ნინო აბაშიძეს იხსენებს.
„თავზარდამცემი და დაუჯერებელია. სიტყვები არ მყოფნის.ნინოსა და მის ოჯახს ისეთი ამაგი აქვთ ჩემს ოჯახზე, ვერასდროს გადავიხდი ცხოვრებაში. ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ნინო ვერ აღვწერ იმ განცდას, რომელიც ამ ამბის გამო დამეუფლა.
უსაყვარლესი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი“, – წერს ვახო სანაია.