ინგა გრიგოლია წერს, რომ პირი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მასთან შეტყობინების გარეშე გამოუშვეს:
„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ის,რასაც ახლა ვწერ…
იცით, რომ წლების წინ და მრავალი წლის განმავლობაში მყავდა აკიდებული ვიღაც მანიაკი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, რომელსაც აქვს აკვიატება ჩემზე და ამტკიცებს, რომ ჩემი შვილის მამაა და რომ ამ ვიღაც შვილს ჰქვია თამარი მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მარიამი ჰქვია, მისი მამა გარდაცვლილია, ამ მანიაკ კაცს კი საერთოდ არ ვიცნობ.
საბოლოოდ ეს მანიაკი კაცი დაიჭირეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოათავსეს ხონის ფსიქიატრიულში.
მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს, ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე, არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა…
ახლა რატომ ვწერ – დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს!