გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთმა სპორტულმა გამოცემამ შეიყვანა.
საერთაშორისო ანალიტიკური პორტალის, whoscored-ის შემდეგ, ქართველი მეკარე ტურნირის რჩეულ თერთმეტეულში ESPN-მა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ზე ოთხი მატჩი ჩაატარა და 29 მოგერიება (ზოგიერთი ვერსიით, 30) ჰქონდა, რაც ვერც ერთმა სხვა მეკარემ ვერ შეძლო და უეფა-ს გვერდს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა ვერსიით საუკეთესოდ აღიარეს.
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ESPN-ის მიხედვით:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო).
მცველები: ჟიულ კუნდე (საფრანგეთი), ანტონიო რუდიგერი (გერმანია), იაკა ბიჟოლი (სლოვენია), ნუნუ მენდეში (პორტუგალია).
ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), ტიჯანი რეინდერსი (ჰოლანდია), არდა გიულერი (თურქეთი).
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი), ნიკო უილიამსი (ესპანეთი), ნიკლას ფულკრუგი (გერმანია).