თბილისში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბიჭი 26 წლისაა. ტრაგედია რამდენიმე საათის წინ, ე.წ. ზეემკის დასახლებაში. ახალგაზრდა სახლში მარტო იმყოფებოდა.
“მარტო ყოფილა სახლში და გახვეული ყოფილა საბანში. ცეცხლი რომ დაინახა გაეხვია თვითონვე, როგორც თქვეს, ბევრი არაფერი ვიცი ” ამბობს მეზობელი.
ხანძარი დაღუპულის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ნაგებობებზეც გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 26 წლის ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
მთავარი არხი