თურქეთში, მუგლეს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა და 35 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაშავებულებიდან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფები და მაშველები. დაზიანებული ავტობუსიდან მგზავრების გადმოსაყვანად მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.