განადგურებული ვარ, უშენოდ როგორ ვიცხოვრო – თამარ ივერი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო რამხელა ტკივილი მომაყენე ჩემო ქოთქოთა – წერს მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში და ემოციური პოსტით მეგობრის გარდაცვალებას ეხმიანება.

„ჩემი ნანუჩი,ჩემი ერთგული ადამიანი,ჩემი პიანისტი,მთელი კარიერის მანძილზე ჩემი იმედი გამიფრინდა. ყველა სასცენო როლი მასთან მქონდა ნასწავლი.

ჩემთვის არასდროს არ ენანებოდა დრო. გადაკეტავდა კარს და 4 საათი ჩემი თამრიკო მყავს,არ შემაწუხოთო სახლში სულ ჩემი სურათები და დისკები ედო. ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ….

ნანა,არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ?

მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო,უბოროტო,პირდაპირო,ხმამაღალო და უპატიოსნესო ადამიანო…..მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო,ჩემო ტკივილო,როდესმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა…დონ კარლოსზე…..ჯამბაზებზე….დონ ჟუანზე…..ბოჰემაზე …თავზარი დამეცი ნანა “ – წერს თამარ ივერი.