გასული წლის ივლისში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა – ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ავტოავარიას ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა; გზიდან გადავარდნილი მანქანა აფეთქდა… ოთხი ბიჭი სოფელი გეგუთიდან იყო, გოგონა – ლანჩხუთიდან.
ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაშა წიქორიძე იყო, რომელიც დღეს გარდაცვლილი მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას მეგობარი გახლდათ… ლაშას დედა, თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვაიმე, ხვიჩუ, სად წადი ბიჭო… ჩემს ლაშუნიას შეუერთდი… რამხელა ტკივილო განმიახლე, ხვიჩაა… ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გული, მაგისთვის დამათვალიერე ერთი კვირის წინ? ლაშა, დედი, ლაშუ, მოვიდა ხვიჩა, შენთანაა უკვე… მოგიყვება ახლა, როგორ ვართ უშენოდ აქ, ცოცხალ-მკვდარი რომ დავდივართ, დე, თქვენ მოგიკვდით მე,“ – წერს თეა გუბელაძე.