ბათუმში, მოპედით მიმავალ კურიერს მანქანა დაეჯახა | დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოპედით მიმავალ კურიერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ფოტო: ბათუმელები