მალხაზ მაჩალიკაშვილი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ წერს, რომელიც 2 დღის წინ დატრიალდა. ავარიის შედეგად დაიღუპა მამა, მისი ვაჟი და მეუღლე, მეორე ვაჟი კი სიკვდილს ებრძვის:
“ეს ნამდვილად გაუსაძლისი ტკივილია, ავტოსაგზაო შემთხვევა სამწუხაროდ.
ვინ როგორ და რა გზით წარსდგება ღმერთის წინაშე კაციშვილმა არ იცის, და არც ის იცის არავინ ხვალ რა გელოდება, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული, ბედისწერას და ღმერთის ნებას ვერავინ გაექცევა, რამდენადაც მდიდარი და ძლიერი არ იყო, რამდენადაც ჯანმრთელი და გაუტეხელი არ იყო ამ და ნებისმიერ ტრაგედიამდე ერთი წამი გვაშორებს.
იყავი კეთილი, გამცემი, გიყვარდეს მათხოვარი და გაჭირვებული, იყავი გულწრფელი და სამართლიანი, აი ეს იქნება შენი იმქვეყნისკენ მიმავალ გზაზე კეთილსინდისიერი მეგზური, დანარჩენი ყველაფერი ეშმაკისეულია.
ეს ოჯახი დამარცხდა, ასეთი ხეობას არ ახსოვს თუ არა ომის ტრაგედიები, 11წელი ოჯახისგან მოშორებით და 11 წლის შეხვედრის მერე მამა, 1 ვაჟი, და მეუღლე ერთ წამში გამქრალი 3 სიცოცხლე და მეორე ვაჟი, რომელიც სიკვდილს ებრძვის.
დაალ ვოქეილვაჰ ოც ბაალიხ,
ეს ნამდვილად ძალიან მტკივნეულია და გაუსაძლისი ყველასთვის”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.