AMBEBI.GE-ს ირაკლის კლასის დამრიგებელი ნინო ზაქარიაძე ესაუბრა:
“ირაკლის ინგლისურს ვასწავლიდი, თან მისი კლასის დამრიგებელი ვარ. ირაკლი დვაბზუდან დადიოდა ნასაკირალის სკოლაში. დღეს დამირეკა ჩემმა მოსწავლემ და მითხრა, რომ ირაკლი მშენებლობაზე იყო და სახურავიდან გადმოვარდა. მეტი არაფერი ვიცი… კლასში ორი ირაკლი ირემაძე მყავდა და პირველი ეგ ვიკითხე, რომელი-მეთქი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა… ირაკლის მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა. მაისში, როცა ბავშვებს ბოლო ზარისთვის ვამზადებდი, მითხრა, არ ვიცი, მონაწილეობას თუ მივიღებ, ბათუმში უნდა წავიდე სამუშაოდო.