ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ ობიექტზე იყო დასაქმებული, კერძოდ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის შეკეთება მიმდინარეობდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.