უამინდობა კახეთში – ძლიერმა ქარმა, ლაგოდეხში ხეები წააქცია და სამანქანე მოძრაობა შეაფერხა. უამინდობამ, რომელიც დაახლოებით 5-10 წუთი გაგრძელდა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძები.
სოფელ მაწიმში რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანდა. ადგილზე უკვე იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა და გზები მოგლეჯილი ხეებისგან გაათავისუფლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული ზარალის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.