სოფო ბედიას ოჯახის წევრი გარდაიცვალა: „შენ სულ ჩემთან იქნები მფარველ ანგელოზად… შენ არასოდეს იქნები წარსულში…“

უკვე 40 დღე გავიდა, რაც სოფო ბედიას ბიძაშვილი გარდაიცვალა.

მომღერალი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„ჩემო ცად აფრენილო ანგელოზო, დღეს მე-40 დღეს უფალთან იქნები შენი სუფთა და კეთილი სულით… შენ სულ ჩემთან იქნები მფარველ ანგელოზად… შენ არასოდეს იქნები წარსულში. შენ ყოველთვის იქნები ჩემი ნინი, ჩემი და, ჩემი გული და სულის ნაწილი… მიყვარხარ სულ…“