2024 წლის 21 ივლისს ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მოვლენა გველოდება – თხის რქის ნიშანში მეორე სავსემთვარეობაა. სავსე მთვარის პერიოდში სასწორი და თხის რქა ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იქნებიან. ისინი კი, თავის მხრივ, კარიერაზე, ფინანსებსა და უძრავ ქონებაზე არიან პასუხისმგებელნი. შესაბამისად, 21 ივლისი ბევრ ადამიანზე ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და შესაძლოა, ეს პერიოდი საინტერესო და თქვენთვის სასარგებლო ცვლილებების მომტანიც აღმოჩნდეს. ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს კი განსაკუთრებით გაუმართლებს:
მშვილდოსანი
სავსე მთვარე თქვენს ფინანსურ სექტორში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ყველა შანსი გაქვთ, ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოთ, შემოსავლის დამატებითი წყარო იპოვოთ და დაწინაურდეთ. შესაძლოა, ფული თქვენთვის საინტერესო პროექტში ჩადოთ და მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელოთ. ეს აქტივობა თქვენთვის წარმატებული იქნება. ამავდროულად, თქვენი მმართველი პლანეტა, სატურნი, სავსე მთვარის პერიოდში უძრავი ქონების სექტორში. შეგიძლიათ, სახლის გაყიდვაზე, ყიდვაზე, ბიზნესის გაფართოებაზეც იფიქროთ და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგათ.
ტყუპები
სავსე მთვარე თქვენი ოჯახის ფინანსურ სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მემკვიდრეობა, ოჯახის წევრებისაგან მნიშვნელოვანი საჩუქარი, ფინანსური დახმარება მიიღოთ. ასევე, დიდი შანსია, რომ ოჯახის წევრებმა, მეორე ნახევარმა სამსახურში, საკუთარ საქმიანობაში წარმატება და აღიარება მოიპოვონ. ეს კი თქვენზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
მერწყული
სავსე მთვარე თქვენი საიდუმლოსა და მისტიკის სექტორში იქნება. ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც უჩვეულო, მაგრამ მნიშვნელოვანი მოხდეს, მოულოდნელად გაგიმართლოთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით, მიიღოთ ისეთი შეთავაზება, რომელზეც ოცნებობდით. გარდა ამისა, სავსემთვარეობის დღეს შესაძლოა, გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდაქმნებს გამოიწვევს.
beaumonde.ge